ივერიონი / დათო ოქიტაშვილი:-"ახლა, რა, რუსეთი ოკუპანტი არ არის??"

დათო ოქიტაშვილი:-"ახლა, რა, რუსეთი ოკუპანტი არ არის??"

   უნდა წასულიყვნენ თუ არა ქართველი მომღერლები მოსკოვში და ემღერათ იქ თუნდაც ქართული დიასპორისთვის? ამ საკითხს დღეს "რეაქციის" სპეციალურ გამოშვებაში განიხილავდნენ და სწორედ "იმედის" ეთერში განაცხადა დათო ოქიტაშვილმა, რომ მისთვის მიუღებელია ამ მომღერლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.

 

   -"ქართველი ხალხი დაიბნა, როდესაც წინა მთავრობა ლანძღავდა ნანი ბრეგვაძეს, პაატა ბურჭულაძეს და ახლა, როცა ის მომღერლები, რომლებიც წინა მთავრობის მეხოტბეები იყვნენ და აძაგებდნენ მოსკოვში ჩასულ ქართველებს, ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ. არ შეიძლება ერის და ხალხის წინააღმდეგ წახვიდე. დღევანდელი მთავრობა არ ეუბნება მომღერლებს და მსახიობებს, აქ არ წახვიდე და იქ წადიო. მომღერლები, რომლებიც ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდნენ და ოკუპანტს უმღერეს მოსკოვში, კარიერას დაამთავრებენ.

   "ერისიონი" რომ წავიდა მოსკოვში და სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს, რის გამოც ჯემალ ჭკუასელს ინფაქტი მოუვიდა, ახლა, რა, რუსეთი ოკუპანტი არ არის??"-განაცხადა ოქიტაშვილმა.

 

10-10-2014, 22:08
უკან დაბრუნება