საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა საქართველო-გერმანიის განსაკუთრებულ ურთიერთობას და გერმანიის წვლილს დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაში.
"1994 წელს, როდესაც საქართველოში გოეთეს ინსტიტუტი დაარსდა, საქართველო იყო "სამოთხე ნანგრევებში", დღეს კი 20 წლის შემდეგ საქართველო ადგას ევროკავშირისა და ნატო-ს გზას. გოეთეს ინსტიტუტი ამ პერიოდში საქართველოს ერთგული თანმხლები იყო. ეს ინსტიტუტი იქცა ერთგვარ აზრთა თავისუფალი გამოხატვის ცენტრად კულტურაზე, ხელოვნებაზე და არა მარტო"- აღნიშნა მინიტრმა.