ივერიონი / ისევ გვისმენენ?!

ისევ გვისმენენ?!

ერთმა ჩემმა ახლობელმა, რომელიც სპეცსამსახურებში მუშაობდა და უშუალოდ სატელეფონო მოსმენებზე იყო გამწესებული, მასწავლა, თუ როგორ გამოვიცნო, როცა შენს საუბარს ისმენენ. ცხადია, დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ ცოტა არ იყოს, დისკომფორტს გიქმნის, როცა იცი, რომ გისმენენ!


ახალმა მთავრობამ პირობა დადო, რომ მოსმენების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდებოდა. ითქვა ისიც, რომ იუსტიციის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის უშუალო ინიციატივით მოსასმენი აპარატურა მწყობრიდან გამოიყვანეს. ვიფიქრეთ, გვეშველა, მაგრამ ეს სიხარული სამწუხაროდ ხანმოკლე აღნმოჩნდა.


ბოლო რამდენიმე დღეა, ეს "ეშმაკის მანქანა" ისევ ამოქმედდა და ისევ ნერვებს გვიშლის. არა მგონია, მეჩვენებოდეს-ზუსტად ისეა, როგორც "ნაცების" ზეობის პერიოდში იყო, ოღონდ, ცოტა ხანგამოშვებით.


ეტყობა, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, თორემ, არა მგონია, ახალმა ხელისუფლებამ დანაპირები უკან წაიღოს და მოსმენებითა თუ დასმენებით ხალხს გული გაუწვრილოს!

ღვთისო კოლხიდელი

5-11-2012, 17:19
უკან დაბრუნება