ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რუსეთში გამართულ თბილისობის ღონისძიებაზე ქართველი მომღერლების მონაწილეობას გამოეხმაურა.
"ჩემი აზრით, ყველას დაკრულზე ნამდვილად არ უნდა იმღეროს და იცეკვოს ხელოვანმა, მითუმეტეს, როდესაც დამკვეთი და მიმწვევი მხარე არის "ლეგენდარული" მიხეილ ხუბუტია, რომელიც აცხადებს, რომ არის წარმოშობით ქართველი, მაგრამ სულით რუსი. ღმერთმა ხელი მოუმართოს თავის რუსეთში", - განაცხადა პეტრიაშვილმა გადაცემაში "პირველი სტუდია".