საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული კარასინ-აბაშიძის პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე დაღესტანისა და კახეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის საკითხი განიხილონ.
"გზის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებისგან გვაქვს. რუსეთის მხარეს ამ წინადადებით არ მოუმართავს. არ არის გამორიცხული, რომ ამ თემაზე იყოს საუბარი. ეს არის პირველი შეხვედრა მას შედმეგ, რაც ძალაში შევიდა ასოცირების ხელშეკრულება. ჯერჯერობით, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.