ივერიონი / ლაშა ამირეჯიბი: რატომ ვაწინაურებთ კრიმინალებს?!

ლაშა ამირეჯიბი: რატომ ვაწინაურებთ კრიმინალებს?!

როგორც "ივერიონს" სახლხო კრების ერთ-ერთი ლიდერმა, ლაშა ამირეჯიბმა განუცხადა ახალციხის რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ ვეფხია მაღრაძე დანიშნეს, რომელიც ახალაიების გუნდის წევრი იყო და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს უმიზეზოდ იჭერდა. ლაშა ამირეჯიბის თქმით, 2009 წელს საპროტესტო აქციებისას, ვეფხია მაღრაძემ, გიორგი მერაბიშვილმა და თორნიკე მუშკუდიანმა "ეროვნული ფორუმის" აქტივისტს 60 წლის გივი კუხალეიშვილს ნარკოტიკული ნივთიერება "სუბოტექსი" ჩაუდეს და დააკვეს. ამჟამად კუხალეიშვილი 8 წლიან  სასჯელს იხდის  ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით.


"გივი კუხალეიშვილი უბრალოდ ოპოზიციის აქტივისიტი იყო. ის უსინდისოდ დააკავეს სწორედ ოპოზიციონერობისთვის. გლდანის მე-5 მიკრორაიონში, სადაც მას ნარკოტიკი ჩაუდეს, მაღრაძე, მერაბნიშვილი და მუშკუდიანი ერთი საათი უცდიდნენ სხვა პოლიციელებს, რომ "სუბოტექსი" მოეტანათ. დაკავებისას ნარკოტიკი არათუ კუხალეიშვილს, პოლიციელებსაც კი არ ჰქონდათ. ამის მიუხედავად, 60 წლის გივი კუხალეიშვილი გაწირეს და 8 წელი ციხე მიუსაჯეს. მის ძმას, მამუკა კუხალეიშვილს  პროკურორი ლაზარე სეხნიაშვილი ევაჭრებოდა: თუ "ბრალდებული" ბრალს აღიარებდა, მაშინ საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებდნენ, 5000 ლარს გადაახდევინებდნენ და 2 წელს ციხეს მისცემდნენ, მაგრამ უდანაშაულო და პრინციპულმა გივი კუხალეიშვილმა უარი თქვა ბრალის აღიარებაზე და  8 წლით წავიდა ციხეში. ეს არ არის პირველი ამგვარი საქმე, რომელიც ვეფხია მაღრაძემ გააკეთა. მაღარაძემ, მუშკუდიანმა და მერაბიშვილმა ბევრი გააუბედურეს,რის საფასურადაც თორნიკე მუშკუდიანი კუდ-ში გადმოიყვანეს, გიორგი მერაბიშვილი კი ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსად დააწინაურეს.  აი ასეთ კაცს ნიშნავენ ახალციხის პოლიციის უფროსის მოადგილედ. არ შემეძლო განგაში არ ამეტეხა და ეს ინფორმაცია არ მომეწოდებინა თქვენთვის",_განუცხადა ივერონს ლაშა ამირეჯიბმა.


ლაშა ამირეჯიბის თქმით, ამჟამად გივი კუხალეიშვილს სწორი ნაწლავის კიბო აქვს და 100 კილოიანი კაცი 38 კილოგრამს იწონის, მან 2 ოპერაცია გაიკეთა და მისი უწმინდესობის რეკომენდაციაც აქვს შეწყალებაზე, მაგრამ მაინც საპატიმროშია.


რაც შეეხება ვეფხია მაღრაძეს, ის  ახალ თანამდებობაზე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ვანო წიკლაურის რეკომენდაციით დაინიშნა, რომელთან ერთადაც ჯერ კიდევ "ვარდების რევოლუციამდე" მუშაობდა.

5-11-2012, 17:27
უკან დაბრუნება