ადვოკატთა საერთო კრებამ მანტიების ტარების გადაწყვეტილება მიიღო. კრების გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მანტიის ფორმასა და დიზაინზე მუშაობა დაიწყება.
"ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოხდება მანტიის ფორმაზე შეთანხმება, მისი ტარება ადვოკატებისთვის აუცილებელი გახდება.
"ადვოკატი ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის ადვოკატია", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
ადვოკატებისთვის მანტიების ტარება, სავარაუდოდ, 2016 წლიდან გახდება სავალდებულო.