მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის მოგავრების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, საზოგადოების მოლოდინი მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, გაიზარდა.
რუსეთის პირველი პირი ღიად აცხადებდა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამდე, სანამ ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკშვილია, მაგრამ არჩევნების შემდეგ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და საქართველოს მთავრობის სათავეში კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდა.
ახალმა მთავრობამ სათავეში მოსვლის პირველივე დღეებიდან რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ახლა ყველა ელის რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს.
"ხელისუფლებიდან სააკაშვილის წასვლა, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში, რუსეთისთვის ერთგავრ პრობლემას წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც მიდის სააკშვილი და ხელისუფლების სათავეში მოდის ისეთი ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელია დიალოგი, რუსეთი ამაზე უარს ვეღარ იტყვის. მარტივია, როცა არ გინდა ლაპარაკი და ამის მიზეზიც გაქვს, მაგრამ როცა არ გინდა და ამის მიზეზი აღარ გაქვს, იძულებული ხარ წახვიდე მოლაპარაკებაზე", _ აცხადებს რუსეთში მოღვაზე ჟურნალსიტი, ისტორიკოსი და რუსეთის საზოგადოებრივი პარტიის წევრი ნიკოლოზ სვანიძე "ქრონიკასთან" საუბარში.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ზურაბ აბაშიძის დანიშვნას დადებითი რეაქცია მოჰყვა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე მეზობელი რუსეთის მხირდან.
"პროგნოზების გაკეთება აბაშიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უადგილოა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აბაშიძეს ჩვენთან კარგად იცნობენ ელჩად მუშაობის პერიოდიდან. ისიც კარგად იცნობს რუსეთს", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.
ამ ეტაპზე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის მოგვარებას ბევრი საკითხი უშლის ხელს, უპირველესი არის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ასევე ქართული ღვინო, "ბორჯომი"...
აუცილებელია მოხდეს რუსეთის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, საქართველოს მხრიდან კი უმთავრესია დიპლომატიური მოლაპარაკებები.
"სააკაშვილის წასვლა გარკვეულწილად, სიტუაციას ართულებს და ამავდროულად ამსუბუქებს. საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია, მაგრამ სრული ურთიერთობის აღდგენა _ შეუძლებელი. აბსოლუტურად ჩიხური სიტუაციაა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციაში, არც საქართველო და არც რუსეთი უახლოეს მომავალში, ვერანაირ დათმობებზე ვერ და არ წავლნენ", _ აცხებს ნიკოლოზ სვანიძე.