ივერიონი / ირაკლი ალასანია: საქართველოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად პატრიოტი მოქალაქეები სჭირდება!

ირაკლი ალასანია: საქართველოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად პატრიოტი მოქალაქეები სჭირდება!

  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დიასპორის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს სჭირდება პატრიოტი, გულანთებული მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვან.

 

  "ჩვენგან წასული დიასპორის წარმომადგენლები ძალიან ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს და ძალიან კარგია საქართველოს ფინანსური განვითარებისთვის. მთავარია, მოვახერხოთ, ყველა გზა გავხსნათ მათი ჩართულობისთვის, რომ ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ განვითარებაში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მიზიდულობა გაჩნდა სამშობლოს მხრიდან დიასპორების მიმართ, იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება პატრიოტი, გულანთებული მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვან", - განაცხადა ალასანიამ.

13-10-2014, 11:40
უკან დაბრუნება