ივერიონი / ელენე თქვდორაძე: ვერ ვიტყვი, რომ ჰუმანური აქტი მკვლელის მიმართ აუცილებელია!

ელენე თქვდორაძე: ვერ ვიტყვი, რომ ჰუმანური აქტი მკვლელის მიმართ აუცილებელია!

  შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების წინააღმდეგია.

 

  თევდორაძის განცხადებით, არ შეიძლება, ჰუმანური აქტი ისეთი დანაშაულებისთვის გასამართლებულებს შეეხოთ, როგორიც მკვლელობა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაა.

 

  "ჩვენთან უვადო პატიმრობა ვრცელდება მკვლელობასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღებაზე, რასაც მივიჩნევ, რომ იგივე მკვლელობაა. მე ვერ ვიტყვი, რომ ჰუმანური აქტი მკვლელის მიმართ აუცილებელია", - განაცხადა ელენე თევდორაძემ.

 

  თევდორაძე განმარტავს, რომ  შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინონ ჩადენილი დანაშაულის გამო დაზარალებული ოჯახების პოზიცია.

 

  "პრეზიდენთან კონსულტაციას, უმჯობესია, შეწყალების კომისიამ კონსულტაცია გაიაროს იმ დაზარალებულ ადამიანებთან, რომლებმაც დაკარგეს თავისი ახლობლები, თავიანთი ოჯახის წევრები. მე ზოგადად, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით, იყო ეს უვადო თუ ვადიანი პატიმრობა, უარყოფითი პოზიცია მქონდა ხოლმე, რადგან ჩემთან ძალიან ხშირად მოდიოდნენ დაზარალებულთა ოჯახების წევრები და ტირილით მეხვეწებოდნენ, რომ შეწყალება არ შეხებოდათ ასეთ ადამიანებს - დაზარალებულის პოზიცია არ იყო ჩემთვის უმნიშვნელო. არ ვიცი, რა ჩანაწერია ახალ საპროცესო კოდექსში, მაგრამ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ჩემი მუშაობის დროს არსებობდა 25-წლიანი ვადა - მხოლოდ მისი გასვლის შემდეგაც შეიძლებოდა უვადო პატიმრობაში მყოფი პირების შეწყალების საკითხის განხილვა. მე ამ ჩანაწერის მომხრე ვარ", - აღნიშნა ელენე თევდორაძემ.

13-10-2014, 12:37
უკან დაბრუნება