ივერიონი / ზაქარია ქუცნაშვილი: პარლამენტი და ფინანსთა სამინისტრო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხარჯებს შეამოწმებს!

ზაქარია ქუცნაშვილი: პარლამენტი და ფინანსთა სამინისტრო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხარჯებს შეამოწმებს!

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადების თანახმად, დაფინანსების საკითხში სახელმწიფო პრიორიტეტებს ცვლის და მილიტარისტულ ხარჯებს განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებისთვის გასაწევი ხარჯებით ანაცვლებს.

  "ამ ეტაპზე  2015 წლის ბიუჯეტს ვიხილავთ. ბიუჯეტმა უნდა გაიაროს 2-თვიანი პროცედურები. ბიუჯეტს რამდენჯერმე მოისმენენ. ბიუჯეტის პროექტი კომიტეტებზე გამოთქმული შენიშვნებით მალე უკან დაბრუნდება  ფინანსთა სამინისტროში გადასამუშავებლად.

  თუ ბოლო ათწლეულში, საქართველოში პირველ და მეორე ადგილზე იყო შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ხარჯები, დღეს ეს მიმართულებები მე-5-6 პოზიციაზეა გადანაცვლებული. - აღნიშნული განცხადება ზაქარია  ქუცნაშვილმა დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


  დეპუტატის განცხადებით,  პარლამენტმა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი  აამოქმედა.

  "პარლამენტი ახორციელებდა კონტროლს მხარჯავი დაწესებულებების მუშაობაზე. იურიდიული კომიტეტი ვაპირებთ, რომ შევამოწმოთ იუსტიციის უმაღლესი  სკოლის ხარჯები, რადგან  პირველადი მონაცემებით, არსებობს ბევრი კითხვა, რომელიც ამ სკოლასთან მიმართებაში არსებობს, განსაკუთრებით მისი მომსახურების გამწევ მონოპოლისტ დაწესებულებასთან დაკავშირებით.  ამ სკოლაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება მაღალი კვალიფიკაციის იურისტების გადამზადებაში. ამიტომაც ვაპირებთ, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შევამოწმოთ ამ სკოლის ხარჯების მიზანშეწონილობა. ეს არ იქნება საბუღალტრო შემოწმება, შემოწმება ემსახურება ერთ მიზანს - გავარკვიოთ, ის თანხა, რაც გათვლილია ამ იურისტების მოსამზადებლად, არის თუ არა საკმარისი", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

13-10-2014, 18:02
უკან დაბრუნება