ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი: მიხეილ სააკაშვილს ასე იოლად არ დაგვაჩაგვრინებენ!

ლევან ბერძენიშვილი: მიხეილ სააკაშვილს ასე იოლად არ დაგვაჩაგვრინებენ!

  მიხეილ სააკაშვილს ასე იოლად არ დაგვაჩაგვრინებენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა  რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა  გაზეთ "პრემიერისთვის" მიცემულ ინტერვიუშიგააკეთა.


"მე დიდი ხნის წინათ ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილს ასე იოლად არ დაგვაჩაგვრინებენ, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. ამის შემდეგ თქვეს, რომ მე "ნაციონალებთან" შეკრული ვარ, მაგრამ საერთოდ რომ არ ვიყო ცოცხალი, მიხეილ სააკაშვილს მაინც არ დაგვაჩაგვრინებენ. საქართველოს რა ამოცანა აქვს, სააკაშვილის დასჯა თუ ქვეყნის წინსვლა, -  ასე გვიყენებენ საკითხს, რა გინდათ, რას გადააკვდით წარსულს, წინ გაიხედეთო. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და მე პირადად, მგონია, რომ ამის გათვალისწინება შეიძლება", - აცხადებს ბერძენიშვილი.

14-10-2014, 07:37
უკან დაბრუნება