ივერიონი / თეონა ლავრელაშვილი ევროსაბჭოს კონგრესში სიტყვით გამოვა

თეონა ლავრელაშვილი ევროსაბჭოს კონგრესში სიტყვით გამოვა

  საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის დამფუძნებელი, თეონა ლავრელაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვია. მისი გამოსვლა ევროსაბჭოს კონგრესის 27-ე სესიაზე დღეს არის დაგეგმილი, გამოსვლისას ის ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ახალგაზრდებისთვის არახელსაყრელი სამუშაო გარემო, განათლებისა და რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემები, მათი პოლიტიკური ჩართულობის აუცილებლობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

  როგორც აკადემიაში აცხადებენ, კონგრესში გამოსვლამდე თეონა ლავრელაშვილი ევროსაბჭოს მაღალი რანგის პირებს შეხვდება.


  სტრასბურგში უკვე იმყოფება საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის ახალგაზრდული დელეგაცია, რომლის წევრებიც სამუშაო შეხვედრებში აქტიურად ჩაერთვებიან.

14-10-2014, 07:44
უკან დაბრუნება