თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არაღიარებული ქვეყნის მიღებულ აქტს არანაირი სამართლებრივი ღირებულება არ აქვს
"არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი ღირებულება არანაირ აქტს, რომელსაც მიიღებს არაღიარებული ქვეყნის პარლამენტი, ჩვენთვის არ აქვს. საქართველოს განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი ისევე, როგორც ცხინვალი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით ჩვენ დავიწყებთ დეოკუპაციის პროცესს", - განაცხადა ალასანიამ