დღეს კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი კასპის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და 2012 წლის კასპის ბიუჯეტის შესრულებით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას შინა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მკაცრ კონტროლს საჭიროებს. კასპის საკრებულოს ჯერ კიდევ მოქმედ თავჯდომარეს დავით მესროფაშილს და პარლამენტარ დავით ონოფრიშილს რაიონში არსებულ პრობლემებზეც ჰქონდათ საუბარი, კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა კი სამომავლოდ გადადეს.
პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, დავით ონოფრიშილი არამართებულად მიიჩნევს.
ონოფრიშილი, როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, თვლის, რომ არა მარტო კასპის მასშტაბით, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიც, უნდა დაიწყოს მოკვლევა, თუ რის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება გაზრდილიყო ხელფასები.
,,მკაცრად უნდა გაკონტროლდეს რაიონის ბიუჯეტები, რათა არ მოხდეს სოციალური ხარჯებიდან თანხის ჩამოჭრა ხელფასებისათვისა", – აღნიშნა ონოფრიშვილმა.