დღეს "თავისუფალი თაობის" წევრებმა "ნაციონალური მოძრაობოის" მთავარ ოფისთან აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია-მოძრაობამ შეწყვიტოს არსებობა, რათა "ნაციონალური მოძრაობის" ბოსები არიან კრიმინალები და ისინი ხელს უწყობენ საქართველოში კრიმინალს.
აქცია სიტყვიერი შეურაწყოფის ფონზე მიმდინარეობდა, რომრლიც ძირითადად "თავისუფალი თაობის" აქტივიდან ისმოდა. "ნაციონალებს" კი ეს ყველაფერი არც აღელვებდათ და საპასუხოდ საქართველოს, რუსეთის ჰიმნი, "მიშა მაგარია" და პოლიციის ჰიმნს ასმენინებდნენ აქციის მონაწილეებს.
აქციის დასასრულს "თავისუფალი თაობა" "ნაციონალურ მოძრაობას" თამუნა ამუნაშვილის "საქათმეში შეპარულა მელას"-ს ფონზე დაემშვიდობა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი გამოსამშვიდობებლად ისევ პოლიციის ჰიმნი ჩართო, მინი ფოტოსესიაც გამართა და არც ცინიკური ღიმილი დაიშურა.
"ივერიონი" კომენტარის გარეშე გთავაზობთ აქციის ამსახველ კადრებს.
"აზრზე მოდი დროზე!"
"შედით სოროში, ნაცებო!"
"როდესაც კრიმნალს დაუდგები შენც კრიმინალი ხარ"
"საქართველოს ჰიმნი აქციაზე"
"საქათმეში შეპარულა მელა"
"ქუჩაში ხო გამოხვალთ..."
"პოლიცის ჰიმნი და ფოტოსესია"
თაზო ბენიძე