"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ პირობად რუსეთთან დიალოგს თვლის.
"2010 წელს, როდესაც მე ვლადიმერ პუტინს შევხვდი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარების კარი გაცილებით ფართოდ იყო ღია და დღეს ეს პრაქტიკულად იხურება. მაშინ რომ ყურად ეღოთ ჩემი განცხადებები და რეალურად დაგვეწყო მოლაპარაკებები, დღეს არათუ გამყოფ ხაზებზე იქნებოდა საუბარი, არამედ დარწმუნებული ვარ, სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვართ უმძიმესი რეალობის წინაშე.
ორი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთდა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დაწყებულიყო. შემოვიფარგლეთ და კმაყოფილი ვიყავით იმით, რომ რამდენიმე ათეული ბოთლი ქართული ღვინო და რამდენიმე ტონა ციტრუსი გავიდა რუსეთის ბაზარზე. დავკმაყოფლიდით ილუზორულ ნატო-ს წევრობას, დაფდაფები დასცა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ თურმე MAP- ზე უკეთესი მივიღეთ ეულსის ნატო-ს სამიტზე, გავაკეთეთ განცხადებები, რომ ნატო-ს საწვრთნელი ბაზა გაიხსნება და მივიღეთ ის პასუხი, რა პასუხიც შეიძლება კიდევ უფრო ძვირად დაუჯდეს საქართველოს", - განაცხადა ბურჯანაძემ "მაესტროს ცხრიანში".