ივერიონი / ბაჩო ახალაია: მე თავად მაქვს კითხვები და უნდა მიპასუხონ!

ბაჩო ახალაია: მე თავად მაქვს კითხვები და უნდა მიპასუხონ!

"ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ გავიგე საკუთარ თავზე, კინაღამ დავიჯერე", – განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას ბაჩო ახალაიამ.

 

"მე სწორედ იმიტომ ჩამოვედი საქართველოში,  რომ ვუპასუხო ყველა იმ კითხვას, რაც მე მიკავშირდება _ დაწყებული კორუფციით და დამთავრებული უკანონო ბანდფორმირებების შექმნით. მე მზად ვარ, გავცე ყველა კითხვას პასუხი, იქნება ეს საგამომძიებლო თუ ნებისმიერ სხვა ვითარებაში", _ აცხადებს ახალაია.

 

ახალაია ქართულ საზოგადოებას მიმართავს და ცდილობს დაარწმუნოს ის, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აფსურდია და მასში სიმართლე არაფერია. "დადგება დრო, როცა ხალხი ნახავს, რა ხდებოდა და რასთან გვქონდა საქმე. ამ ხელისუფლებამ უკვე აიღო ბერკეტები, თავად აკონტროლებენ ყველაფერს და ეხლა უკვე მე მაქვს მათთან კითხვები და თავად უნდა უპასუხონ ბევრ კითხვას", _ ამბობს ახალაია.

 

შეგახსენებთ, რომ შსს ექს-მინისტრმა ბაჩო ახალაიამ საქართველო არჩევნების წინანსწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა.

 

5-11-2012, 19:44
უკან დაბრუნება