ივერიონი / ოთარ დანელია: ყველასთვის კარგად გასაგები უნდა იყოს,თუ რა ხეირი აქვს კოოპერატივს!

ოთარ დანელია: ყველასთვის კარგად გასაგები უნდა იყოს,თუ რა ხეირი აქვს კოოპერატივს!

  საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოორეპატივების განვითარების სააგენტომ, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით, კოოპერატივების დაარსებიდან ერთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

  ღონისძიება გახსნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს კოოპერატივების ასოცირება საბჭოთა კოლმეურნეობასთან.


  "დღეს არის სურსათის საერთაშორისო დღე, სიმბოლურად ის დაემთხვა კოოპერატივების ერთ წლისთავს, რაც საქართველოში კოოპერატივების ტრადიცია დაინერგა. დღეს წარმოდგენილია რამდენიმე კოოპერატივი თავისი პროდუქციით და საბოლოო ნაწარმით, სახელმწიფო აგრძელებს კოოპერატივების პოლიტიკის ხელშეწყობას და "თბილისობაზეც" იქნება წარმოდგენილი თვალსაჩინო კოოპერატივების პროდუქცია. უკვე 250-ზე მეტი კოოპერატივია საქართველოში დარეგისტრირებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორი კომუნიკაცია ვაწარმოოთ იმისთვის, რომ ყველასთვის ძალიან კარგად გასაგები იყოს, თუ რა ხეირი აქვს კოოპერატივს, რა შედეგი შეიძლება მიიღოს გლეხების გაერთიანებამ და არავითარ შემთხვევაში მისი ასოცირება არ მოხდეს საბჭოთა კოლმეურნეობასთან", – განაცხადა ოთარ დანელიამ.

  დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 264 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, სადაც 2014 მეპაიე არის გაერთიანებული, რომელთა კაპიტალის მოცულობა საერთო ჯამში 5 მილიონ ლარს აჭარბებს.

16-10-2014, 13:07
უკან დაბრუნება