უკრაინის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელი იყო, თუმცა ეს მოსკოვთან დიალოგის გამართვას ხელს არ უშლის-აღნიშნულის შესახებ დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"როიტერის" თანახმად, მალე მილანში ევროკავშირი-აზიის სამიტი დაიწყება, სადაც მერკელი და ევროპის სხვა ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.