"აუცილებელია დადგეს ქიზიყურაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი,"- ეს მოთხოვნა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააჟღერა, რაც დღევანდელ სხდომაზე დაბარებული გამგებელი არ გამოცხადდა.
აბესაძე განცხადებით ქიზიყურაშვილს სხდომაზე გამოცხადებას კანონი ავალდებულებდა და მან მოქმედი კანონმდებლობა უხეშად დაარღვია.
ისნის რაიონის გამგებელმა საკრებულოში შეკრებილ უმცირესობას და გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს წერილობით უპასუხა. ქიზიყურაშვილის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში განმარტებულია, რომ გამგეობაში თანამშრომლებზე ზეწოლა არ ყოფილა. გამგებელმა საკრებულოს წევრებს თხოვნით მიმართა, რომ შემდგომში კითხვები მის მიმართ უფრო კონკრეტული იყოს.
შეგახსენებთ, რომ ისნის რაიონის გამგებელი, უმცირესობის ინიციატივით, დღეს საკრებულოში იყო დაბარებული. მასთან კითხვები გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებსაც ჰქონდათ.