ივერიონი / ვის აირჩევს ამერიკა?

ვის აირჩევს ამერიკა?

ხვალ ამერიკა პრეზიდენტს აირჩევს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ბარაკ ობამასაც და მით რომნისაც ამომრჩეველთა თითქმის თანაბარი რაოდენობა უჭერს მხარს.


აშშ-ის პრესტიჟულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და სოციალურმა სამსახურებმა პრეზიდენტობის კანდიდატების გამარჯვების შანსების გამოსავლენად გამოკითხვები ჩაატარეს. მათი უმეტესობა კანდიდატების შანსებს თანაბრად აფასებს. ასე მაგალითად, CNN-ის მასშტაბური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ობამას და რომნის არჩევნებში გამარჯვების 49 პროცენტიანი შანსი აქვთ. ანალოგიური შედეგი აჩვენა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოსა და ჯორჯ ვაშინგტონის პოლიტიკური უნივერსიტეტის გამოკითხვებმა, ვაშინგტონ პოსტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ კი კანდიდატებს 48 პროცენტი მიაკუთვნა.


ზოგიერთი წამყვანი სოციოლოგიური სამსახური აღნიშნავს, რომ ობამა რომნის ისეთ შტატებში უსწრებს, როგორებიც არის - ოჰაიო, ფლორიდა, ვირჯინია, აიოვა, კოლორადო, მიჩიგანი, ნევადა, ნიუ-ჰემპშირი. ბოლო გამოკითხვების თანახმად ბარაკ ობამასაც და მით რომნისაც ამომრჩეველთა თითქმის ერთი და იგივე რაოდენობა უჭერს მხარს.
თითქმის თანაბარი შანსები კი ნიშნავს, რომ შესაძლოა არჩევნების დასრულების შემდეგ გამარჯვებულის გამოვლენას კარგა ხანი დასჭირდეს.


უკვე გაირკვა, რომ ქარიშხალმა "სენდიმ" საპრეზიდენტო არჩევნებში კორექტივები შეიტანა. მაგალითად ნიუ-იორკის შტატში, რომელიც "სენდიმ" განსაკუთრებით დააზარალა, ხმის მიცემისათვის დამატებით ალბათ კიდევ ერთ დღეს გამოყოფენ.


5-11-2012, 20:41
უკან დაბრუნება