ივერიონი / თამარ ჩხეიძე: საქართველოს მთავრობა სრულიად არაადეკვატურად მოქმედებს!

თამარ ჩხეიძე: საქართველოს მთავრობა სრულიად არაადეკვატურად მოქმედებს!

გვესაუბრება ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე ქ-ნი თამარ ჩხეიძე.

 

- ამ ბოლო ხანებში მწვავე საკამათო თემად იქცა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, თქვენის აზრით, რამ განაპირობა ეს პროცესი?

 

- რუსეთის მხრიდან რაიმეს ,დაჩქარებაზე“ ლაპარაკი შეიძლება?! ეს პროცესი მოსალოდნელი, თუმცა დროის საკითხი იყო.  პუტინის მიზანი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მიერთება და აღდგენაა და ეს არც გაუძნელდება.

 

 ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ რუსეთი-აფხაზეთის ხელშეკრულების პირობები ყირიმის ანექსიას არ ჰგავსო, სასაცილო, არაადკვატური და არაკომპეტენტურია. ეს დღესაა აფხაზეთი დეფაქტო და რუსეთი მალე სამართლებრივად გაიფორმებს მას. რუსეთისგან  საფრთხე კი არ მოგველის, არამედ უკვე რეალიზებლია!

 

- როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში? რას გეგმავს ხელისუფლება აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით?

 

- თავისთავად ცხადია, საქართველოს მთავრობა სრულიადარაადკვატურადმოქმედებს. მესმის, სამხედრო ძალით ამ პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ ადეკვატურად უნდა გამოიყენოს საერთაშორისო ტრიბუნა და არა ისე, როგორც დღეს იყენებს . ეს საერთაშორისო აფხაზურ-ქართული კონფლიქტი ლამის ეთნიკურ დავად  წარმოაჩინა. ამ თემის აქტუალიზაცია ნელდება და ჩვენი პრობლება ნაკლებად ესმის მსოფლიოს. დღეს ვერ აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ მომავლისთვის ხომ უნდა ვემზადოთ? საჭიროა, მეტი ვიხმაუროთ, მეტი ვილაპარაკოთ... რასაც ჩვენი ხელისუფლება არ აკეთებს და ჩქმალავს ამ პრობლემებს, სამაგიეროდ რუსეთის ,,გათეთრებაზე“ მუშაობს.

 

საქართველოს მხრიდან ხელი უნდა შეეშალოს იმ ტიპის ხელშეკრულებების გაფორმებას, რომელმაც შეიძლება მომავალში  შეუშალოს ხელი საქართველოს გეგმებს. ამ სამომავლო გეგმებს კი ხელს უშლის პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც რუსული პასპორტების აღიარებასაც მხარს უჭერს, ოკუპაციის თემაზეც ნაკლებს საუბრობს  და აფხაზეთისთვის მეტი ლეგიტიმაციის მინიჭებისთვისაც მუშაობს.

 

ბურჯანაძე ამბობს, უნდა ჩახვიდეთ და ელაპარაკოთო რუსეთსო, მაგრამ, ვიდრე ჩვენი მთავრობა თავს მოიტყუებს და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას სართაშორისო ასპერეზზე განიხილავს როგორც ეთნიკურს და დიალოგს წარმართავს მარიონეტებთან, ეს კონფლიქტი დროულად არ მოგვარდება!

 

- თქვენი აზრით, რატომ ჭიანურდება აფხაზეთს, რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი. იმიტომ ხომ არა, რომ ისინი საქართველოს მთავრობაში ,,მძიმეწონიან“ პოლიტიკოსებს ვერ ხედავენ, ვისთანაც შეიძლება დიალოგი ღირდეს?

 

- საქართველს ხელისუფლება კოლაბორაციონისტულია.რუსები მათ სისუსტესა და დამთმობობას რომ ხედავენ, ღირსეულ მოწინააღმდეგეებად არ განიხილავენ. რუსი მოწინააღმდეგეს განიხილავს, როგორც ქმედუნარიანს. პოროშენკოსთან ამიტომაც დათმო და საზღვრიდან ჯარის გაყვანის პირობაც დადო, რადგან უკრაინა არ ეპუებოდა.

 

და კიდევ:საფეხბურთო მატჩების ჩატარების დონეზე ასეთი საკითხები ვერ გადაწყდება, რადგან  ,,კაგებეჩნიი“ პუტინის  შეჩერება გლობალური საკითხია.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

16-10-2014, 15:51
უკან დაბრუნება