საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებით შეშფოთებელია. როგორც პრემირემა აღნიშნა, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს აფხაზი ხალხის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
"ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმება, რა თქმა უნდა, ჩემთვის შემაშფოთებელია, ვინაიდან მე პირადად ძალიან მაღელვებს ჩვენი ძმების - აფხაზების, როგორც ამაყი ერის ბედი, რომლის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ.
არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მიმართ",- განაცხადა პრემიერმა.