ივერიონი / დავით ფერაძე: რატომ ეშინია ჩვენი თამარ სანიკიძეს?!

დავით ფერაძე: რატომ ეშინია ჩვენი თამარ სანიკიძეს?!

ყველასთვის ცნობილია, რომ 116-ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი დავით ფერაძე, რომელიც განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ დიდი ხანია იბრძვის, მინისტრს ამჯერად პარლამენტის შენობასთან შეხვდა.
აი რას უყვება იგი ,,ივერიონს“:


„მე და პედაგოგი დავით სალია  მინისტრს პარლამენტთან დავხვდით შეძახილებით: ,,ნეპოტისტო სანიკიძე, გადადექით!“, ,,სიცრუის დედამთავარო, გადადექით!“, ,,პედაგოგებს არ უნდიხართ!“

 

თავს ხომ არ დავსხმივართ, არც გვიგინებია, მხოლოდ შევძახეთ.

 

დამინახა თუ არა, ფერი ეცვალა, გალურჯდა და დაპატარავდა. კარს რომ მიუახლოვდა, რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ ვერ დაასრულა.

 

როგორც შემდეგ შემატყობინეს, პარლამენტის კომიტეტის სხდომიდან დაურეკა თავის მოადგილეს ნატრიაშვილს და ისიც მოვარდა. პარლამენტის დაცვას ეხვეწებოდა, ეზოში შეუშვი სანიკიძის მანქანაო, მაგრამ მათ უარი უთხრეს, არ შეიძლებაო. ადგნენ და მანქანა  პირველი გიმნაზიის მხრდან,  ზედ პარლამენტის ჭიშკართან მიაყენეს. გამოძვრა სანიკიძე თვალების ცეცებით და შეძვრა მანქანაში. მადლობელი უნდა იყოს, გაპარვის შანსი რომ მივეცი. ისე კარგი იქნებოდა, ტელევიზიებს გადაეღოთ, როგორ გაურბის განათლების მინისტრი ორ პედაგოგს.

 
რომ მიიპარებოდა, გიმნაზიის მასწავლებლებლებსაც დაუნახავთ, მაგრამ რას იფიქრებდნენ, რა ხდებოდა, მერე ტელევიზიით  შეიტყვეს!


მივარდა თურმე სამინისტროში აქოშინებული და კიბეებზე სულ ისტერიკული წივილ-კივილით არბოდა და გარეწრებს გვეძახდა. ყველა სამსახურის უფროსი დაუბარებია,მათ შორის რესურსცენტრების ხელმძღვანელებიც, და დირექტივები მიუცია მათთვის, რომ სკოლებშ არ შევეშვით. მიუხედავად ამისა, პედაგოგებს ვხვდები და სკოლის ეზოში მაინც ვსაუბრობთ“.

17-10-2014, 11:32
უკან დაბრუნება