2013 წლის საქართველოს ბიუჯეტი 8,730 მილიარდი ლარი იქნება. ნიშანდობლივია, რომ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია დაუბეგრავი მინიმუმის მაჩვენებლები. ჯერჯერობით ზუსტი ციფრი დადგენილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, 2013 წლიდან პენსია 150 ლარს მიაღწევს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2014 წლისთვის სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება 2 მილიარდს გადააჭარბებს, შეიძლება ითქვას, რომ პენსიაც საგრძნობლად გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში გუშინ დაიწყო.