ივერიონი / "აფხაზებს რუსეთთან ახალი ხელშეკრულება არ მოსწონთ, მაგრამ რუსული ფული უნდათ"

"აფხაზებს რუსეთთან ახალი ხელშეკრულება არ მოსწონთ, მაგრამ რუსული ფული უნდათ"

ანდრეი ეპიფანცევი
  აფხაზეთში დღეს რუსეთთან ახალი ხელშეკრულების პროექტით უკმაყოფილებას გამოხატავენ. მიზეზი ისაა, რომ ერთმანეთს აღარ ემთხვევა ძველი ფორმულის ინერციული დებულებები: "ფული მომეცი - წადი ყ...ზე" ("დენგი დავაი - პოშიოლ ნა ხ..."), რომელსაც ასე მიეჩვია აფხაზეთი ბოლო წლებში.
  ამ დოკუმენტის პროექტში აფხაზებისათვის მისაღებია მხოლოდ ის მუხლები, რომლებშიც ფულია ნაგულისხმევი, დანარჩენ დებულებებს კი შეურაცხმყოფელად, არათანასწორად და თავსმოხვეულად მიიჩნევენ. ანუ აფხაზების ლოგიკით, სხვის ფულებზე პარაზიტობა - ეს თანასწორუფლებიანობა, ხოლო ამ ფულის მიცემის პირობების განსაზღვრა - სუვერენიტეტის შელახვა, არათანასწორუფლებიანობა და ეროვნული შეურაცხყოფა. პრინციპში, ასეთი მიდგომები მოსალოდნელი იყო. ცხადია, რომ წინა წლების ტრადიციული პირობები რეალობით უნდა შეცვლილიყო და ეს უმტკივნეულოდ არ ჩაივლიდა.
  უბრალოდ, აფხაზეთის ხელისუფლებამ ხალხს უკვე დროა აუხსნას: ფული რომ მიიღო, ეს უნდა დაიმსახურო. ეს ნიშნავს, რომ ფულისმომცემი ქვეყანა შენი ყოველდღიური მოქმედებით უნდა დაარწმუნო, რომ მისთვის საჭირო და სასარგებლო ხარ, რომ მის მიმართ ლოიალური იქნები და წყენა-ღენას არ დაიწყებ. არადა ჩვენ, რუსებმა, სრულიად დავივიწყეთ ეს წესი აფხაზებთან ურთიერთობაში. მისი აღდგენა აუცილებელია და თანასწორობაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ სამართლიანობობაზე.
  და საერთოდ, ვინმეს შეუძლია ამიხსნას, რისთვის გვჭირდება რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულება? თუ ის აფხაზებისთვის შეურაცხმყოფელია, მაშინ საერთოდ მოვეშვათ და გვერდზე გადავდოთ, ნუ მოვაწერთ ხელს, პარალელურად კი აფხაზებს დოტაციები თანდათან შევუწყვიტოთ. ბოლოს და ბოლოს, ხომ თვითონ აცხადებენ, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენი დამოუკიდებლობა ჩვენთვის ძვირფასიაო. კი ბატონო, იყვნენ დამოუკიდებელნი, დამოუკიდებლად გაატარონ რეფორმები და ფული თვითონ გამოიმუშაონ... მოვიცადოთ ერთი-ორი წელი და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

 

 

"პუბლიცისტი" (რუსეთი), 17 ოქტომბერი, 2014 წელი

http://publizist.ru/blogs/15/7984/-

17-10-2014, 14:10
უკან დაბრუნება