ივერიონი / ინგა ჟღერია: რატომ უნდა შეიცვალოს იულიუსის კალენდარი გრიგოლის კალენდრით?!

ინგა ჟღერია: რატომ უნდა შეიცვალოს იულიუსის კალენდარი გრიგოლის კალენდრით?!

  მინდა გამოვეხმურო იმ აქტუალურ თემას,რომელიც იულიუსის კალენდრის გრიგოლის კალენდრით შეცვლის მოწოდებას ითვალისწინებს.ამის პასუხად მოვიყვან მამა ბიძინა გუნიას ლექციიდან ამონარიდს :


  მამა ბიძინა გუნია:
  ,,აღდგომის წინა დღეს,მაცხოვრის საფლავზე გადმოდის ღვთაებრივი ცეცხლი.
 სულიწმინდის გმომასთან დაკავშირებით წმინდა წერილში დაფიქსირებულია სწავლება,კერძოდ:სულიწმინდის გმობა ორი მომენტით აღესრულება:პირველი-ხდება ჭეშმარიტად აღსრულებული სასწაულების უარყოფა,მეორე-ამის მომქმედად ეშმაკია აღიარებული,ეს ყველასთვის ცნობილია.
  კალენდრის მათემატიკურ,თუ ასტრონომიულ ზუსტ გამოთვლებზე უპირატესი ისაა,რომ სჯულის კანონით განსაზღვრული და დაზუსტებულია ის,რომ არ შეიძლება მართლმადიდებლებმა პასექის,ანუ აღდგომის დღესასწაული იუდეველებზე უფრო ადრე ან მათთან ერთად იზეიმონ.საქმე იმაშია,რომ გრიგოლის კალენდრით არა ერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა,როდესაც იუდეველთა პასექი დაემთხვა კათოლიკეების აღდგომას.ჩვენ აქ სახეზე გვაქვს სჯულის კანონის უხეში დარღვევა,მსოფლიო კრების გადაწყვეტილების იგნორირება.ამით ირღვევა წმინდა მოციქულთა მეშვიდე კანონი,აგრეთვე მსოფლიო კრების პირველი კანონი და ასე შემდეგ...
  ვინც ამ ზემოთხსენებულ კანონებს უარყოფს და არ დაიცავს-ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრების პირველი კანონი,კონსტანტინეპოლის 691 წელს აღსრულებული ეგრეთწოდებული ჯულის კრების მეორე კანონი,მეშვიდე მსოფლიო კრების პირველი კანონი და ღანგრის ადგილობრივი საეკლესიო კრების 21-ე კანონი.სჯულის კანონი ამ ზემოთხსენებულ კანონთა დამრღვევთათვის უმკაცრეს სასჯელს განიკუთვნებს აქ დგას საკითხი ასე:
როდესაც სჯულის კანონით რეგულირდება საკითხი იმისა,რომ არ შეიძლება მართლმადიდებლებმა იუდეველებთან ერთად ან მათზე ადრე აღნიშნონ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული,აქ სხვა აზრი უკვე არსებობის უფლებას კარგავს-ჩვენ უნდა დავიცვათ სჯულის კანონი.მაგრამ პრობლემა სწორედაც იმაში მდგომარეობს,რომ ადამიანები,რომლებიც არ არიან ეკლესიურნი,არად დაგვიდევენ მსოფლიო კრების ,თუ ნებისმიერ მოციქულთა კრების კანონების დარღვევას.ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია,რადგანაც თითოეული ჭეშმარიტი მართლმადიდებლისთვის ზემოთხსენებული დადგენილების ხელყოფა ყოვლადმიუღებელია.
  ანუ უნდა შეიგონონ იმ ადამიანებმა,ვისაც სურს,რომ იულიუსის კალენდარი ჩანაცვლდეს გრიგოლის,ან შერეული კალენდრით,თავი უნდა შეიკავონ ამგვარი მოწოდებებისგან.იმიტომ რომ მართლმადიდებლური ეკლესია სჯულის კანონის დარღვევის ფაქტის წინაშე აღმოჩნდება.,,

  აი,რას ბრძანებენ წმინდა მამები აღდგომის დღის გამოთვლებთან დაკავშირებით: წმინდა იოანე ოქროპირი-სვეტი მართლმადიდებლობისა,რომელიც მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა,გვეუბნება; ,,საერთო თანხმობის შენარჩუნება პასექის დღესთან დაკავშირებით ,რომელიც განაჩინა პირველმა მსოფლიო კრებამ , გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე დროთა სწორი ათვლა,,

პ.ს. ამ ყველაფრის იგნორი და ხელყოფა ვისი ხრიკებით ხდება,თუ არა ბოროტის ბეჯითი მეცადინეობით? ეს ხომ ეჭვგარეშეა!
 

17-10-2014, 14:31
უკან დაბრუნება