"აფხაზეთთის საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობაში პოზიციების შეჯერება მიმდინარეობს", - განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას გააკეთა.
იგი მიიჩნევს, რომ თემა საკმაოდ სერიოზულია, ამიტომ ნაჩქარები გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.
"მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება. თემა საკმაოდ სერიოზულია და არ შეიძლება რაიმე ემოციური, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. საკითხების სიღრმისეულად კარგად უნდა გავიაროთ. დღის მეორე ნახევარში გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რა ფორმით და როგორ ვისაუბროთ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე", - განაცხადა აბაშიძემ.
საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია უკვე მოამზადა "ნაციონალურმა მოძრაობამ". რეზოლუციის ტექსტი საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ცნობისთვის, რუსეთმა აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნა შესთავაზა. კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთის "პარლამენტში" შევიდა, ითვალისწინებს რუსულ-აფხაზური საჯარისო ნაწილების და მართი მართვის ორგანოების შექმნას.