ივერიონი / მინისტრის მოადგილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მინისტრის მოადგილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

 დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი, და მამუკა ცოტნიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


  შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეებს ქვემო ქართლის რეგიონში, სამინისტროს მიერ დევნილთათვის რეაბილიტირებული ობიექტების მონიტორინგის შედეგები წარუდგინეს. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ დევნილთათვის ფართების დაკანონების პროცესი დაჩქარდეს, რათა ის ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში კომპაქტურად ცხოვრობენ საკუთრების მფლობელები გახდნენ.
თავის მხრივ, მინისტრის მოადგილეებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დევნილთა პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი ხედვა გააცნეს და მათთან აქტიური თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოხატეს.

17-10-2014, 15:28
უკან დაბრუნება