ივერიონი / დიმიტრი ლორთქიფანიძე: სადაც საჭიროა და სადაც ქარიშხალია, პატიოსანი მოქალაქე ყველგან უნდა იდგეს!

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სადაც საჭიროა და სადაც ქარიშხალია, პატიოსანი მოქალაქე ყველგან უნდა იდგეს!

  უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან თარხნიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარეობის პერიოდი შეახსენა.


  "თქვენ ცესკო-ს ის თავმჯდომარე იყავით, რომელმაც გააყალბა საბოლოო სიები 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში. ამის საერთაშორისო მოწმე არსებობს, ეს გახლავთ მერი ოჰაგენი, რომელიც იქ იმყოფებოდა დილის ოთხის ნახევრამდე.


  "თავისუფალი ზონის" ოფისთან კი არა, სადაც საჭიროა და სადაც ქარიშხალია, პატიოსანი მოქალაქე ყველგან უნდა იდგეს. როდესაც ჟურნალისტს სცემენ და მრავლობით დაზიანებებს აყენებენ, ვფიქრობ, თქვენი ვალიც იყო, ყოფილიყავით იქ და  გაგერკვიათ რაში იყო საქმე,"- განაცხადა ლორთქიფანიძემ გადაცემაში "რეაქცია".

18-10-2014, 07:34
უკან დაბრუნება