ივერიონი / ალექსანდრე ჭიკაიძემ წარმატებული ოპერაციის მონაწილე პოლიციელები დააჯილდოვა

ალექსანდრე ჭიკაიძემ წარმატებული ოპერაციის მონაწილე პოლიციელები დააჯილდოვა

  შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ადამიანის მძევლად აყვანის საქმეზე ჩატარებული წარმატებული ოპერაციის მონაწილე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 28 თანამშრომელი დააჯილდოვა.

  ჭიკაიძემ პოლიციელებს წოდებები ვადაზე ადრე მიანიჭა და ცეცხლსასროლი იარაღებით დაასაჩუქრა.

  შსს-ს თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვარჩლიანი, ყოფილი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) თანამშრომელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე, 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი - იოსებ გიორხელიძის ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.

  10 ოქტომბერს ჯემალ შონიამ და გიორგი ქალდანმა მოტყუებით შეაღწიეს გიორხელიძის სახლში, იარაღის მუქარით გამოიყვანეს სახლიდან იოსებ  გიორხელიძე, რომელსაც ფულის გამოძალვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. რამინ გიორხელიძემ სამართალდამცველებს მიმართა.


 

18-10-2014, 12:08
უკან დაბრუნება