თბილისის მერია "მშვიდობის ხიდის" მოვლაზე პატრონობის შესყიდვის ნებართვაზე ტელნდერს აცხადებს. ტენდერის პირობების მიხედვით, მერია იღებს პასუხისმგებლობას, რომ კომპანიას ხიდის მოვლისთვის 258 ათასი ლარი გადაუხადოს.
სატენდერო განცხადებაში ნათქვამია, რომ ხიდის ყოველდღიური ექსპლუატაციის გამო, ხიდის საფეხმავლო ნაწილი აქტიურ მოვლას მოითხოვს.
ხიდის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხიდის გაწმენდითი სამუშაოები მაღალი რისკის ქვეშ მიმდინარეობს. ამისათვის მას კვალიფიციური თანამშრომლები უნდა ჰყავდეთ.
ტენდერზე განცხადებების მიღება 26 ნოემბრისთვის დამთავრდება.