ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა.
შიხიაშვილის განმარტებით, შეხვედრის მიზანს ვეტერანთა საჭიროებების გაცნობა წარმოადგენს. აღნიშნული მიზნით დაგეგმილია კვლევის ჩატარება, ხოლო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ვეტერანების პრობლემის მოსაგვარებლად პროექტების შემუშავება მოხდება.
"მინდა ჩვენი ეს შეხვედრა ღვთისგან დალოცვილი იყოს. ჩვენ გუშინ დავაარსეთ ვეტერანის დღე და მინდა პირველი მილოცვა ვეტერანებთან ქუთაისიდან გავაკეთო. ჩვენ გვინდა ჩავატაროთ კვლევა, რათა სრულყოფილად ვიცოდეთ თითოეული ვეტერანის ოჯახში არსებული პრობლემები. მე იმედი მაქვს ვეტერანების იმ დიდი შემართების, რაც სამშობლოს სიყვარულიდან მოდის," - განაცხადა შიხიაშვილმა.