ივერიონი / ირაკლი ალასანია: ამის შემდეგ აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყება!

ირაკლი ალასანია: ამის შემდეგ აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა დაიწყება!

   საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება დაიწყებს ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას. მან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომა და პრემიერ-მინისტრის მიერ უწყებებისთვის მიცემული დავალება შეაფასა იმის თაობაზე, რომ რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ღონისძიებების გეგმა შეიმუშაონ.


  "დღეს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის გაფართოებულ სხდომაზე განვიხილეთ აფხაზეთში ანექსიის დაწყებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ჩვენი ხედვები მივაწოდეთ პრემიერ-მინისტრს და პრემიერმაც ამის შესაბამისად დაავალა უსაფრთხოების საბჭოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ორშაბათამდე მოამზადოს გაწერილი პოლიტიკური გეგმა საგარეო აქტიურობების შესახებ - თუ როგორ უნდა აღუდგეს წინ ანექსიის ამ პროცესს ყველა სახელმწიფო უწყება. ამის შემდეგ დაიწყება უკვე ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ

18-10-2014, 17:35
უკან დაბრუნება