ივერიონი / როგორ გამოძებნიან საერთო ენას ორი სხვადასხვა ბატონის მსახურები?!

როგორ გამოძებნიან საერთო ენას ორი სხვადასხვა ბატონის მსახურები?!

სომხეთში და საქართველოში ნათლად აცნობიერებენ, რომ ორი მეზობელისთვის, სხვადასხვა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში წევრობის მიუხედავად, მეგობრულად ცხოვრება უფრო უკეთესია, ვიდრე მტრობა, - განაცხადა „ტერტ“-ის კორესპონდენტთან საუბარში სომხეთის პარლამენტის წევრმა თევან პოღოსიანმა.

დეპუტატის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, სომხეთი კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ტვირთების მოძრაობისათვის ხელშემშლელი ფაქტორი არ იქნება. „ვფიქრობ, რომ ორივე მეზობელი საერთო ენას გამონახავს. მჯერა, რომ საქართველო საკითხს არ გაამწვავებს და ურთიერთგაგების გზას აირჩევს, გაითვალისწინებს როგორც საკუთარ, ასევე მეზობლის ინტერესებსაც“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა, - „საქართველო ნატოში სომხეთისაგან თავის დასაცავად არ შედის. არც სომხეთი არ არის „ოდკბ“-ის („კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის“) წევრი იმისთვის, რომ საქართველოს მხრიდან თავდასხმისა ეშინია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში ორი სხვადასხვა ამოცანა გვაქვს და შევეცდებით, რათა ორივე დონის უსაფრთხოება განვამტკიცოთ“.

პოლიტოლოგი ბორის ნავასარდიანი ეთანხმება თევან პოღოსიანის პოზიციას, თუმცა იქვე ამატებს, რომ სომხეთი და საქართველო ორი ეკონომიკური წყობის, ორი თავისუფალი საბაზრო ტერიტორიის მქონენი ხდებიან, მაგრამ ორივე ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ამიტომაც საზღვარი, რომელიც დღეს გამჭვირვალეა, მომავალში უფრო მეტად გაკონტროლდება და შესაძლოა ამ ფაქტმა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყნის სარგებლობის დროს.

სამხრეთ კავკასიაში ნატოს ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ თუ საქართველოში ნატოში გაწევრიანდება, სოხეთისათვის როგორც „ოდკბ“-ის წევრისათვის, პრობლემები გაჩნდება: „იმ შემთხვევაშიც, კი თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, სომხეთთან ურთიერთობაში არავითარი პრობლემა არ იქნება - იმიტომ, რომ ნატოს წევრი ყოველი ქვეყანა თვითონ განსაზღვრავს საკუთარ საგარეო პოლიტიკას სხვა სახელმწიფოებთან მიმართებით“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ და დასძინა, რომ ზოგიერთი მსგავსი ორგანიზაციისაგან განსხვავებით, ნატო თავის წევრებს არ კარნახობს ვისთან როგორი საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა ჰქონდეთ. ნატო მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სხვას არაფერს. რაც შეეხება სომხეთს, ის საქართველოსათვის საფრთხის შემცველი არ იქნება.

 

„ტერტი“ (სომხეთი), 18 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.tert.am/ru/news/2014/10/17/Armenia-georgia-relations/

 

18-10-2014, 18:57
უკან დაბრუნება