აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის მიერ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულების პროექტის მიერ გამოწვეული რეზონანსი უჩვეულოდ მძაფრი გამოდგა და, შესაბამისად, დამაფიქრებელიც.
ამ მხრივ საგულისხმოა ახალი ხელისუფლების მოქმედების სტილი, გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტი საერთო-სახალხო განხილვაზე გამოიტანა და ამით საზოგადოებას სიგნალი გაუგზავნა: წინა პრეზიდენტის დროინდელი საკულისო ინტრიგები სამუდამოდ უკან დარჩა. საგულისხმოა აგრეთვე აფხაზური საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მიერ გამოხატული რექცია, რომლებისთვისაც რუსეთთან ურთიერთობა ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია.
ამ თვალსაზრისით გვინდა პარტია „ამცახარას“ რეაქციაზე ვილაპარაკოთ. „ამცახარა“ სულ ცოტა ხნის წინათ, მისივე წარმომადგენლის, პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის ასლან ბჟანიას პირით მკვეთრად აცხადებდა, რომ მხარს უჭერს მოსკოვთან რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს ახალი ხელშეკრულებაო, საზღვარი გაიხსნას, ერთინაი თავდაცვის სივრცე შეიქმნას, უსაფრთხოება განმტკიცდეს, სოციალური სიტუაცია გაუმჯობესდესო და უცებ, არ გასულა თვენახევარიც კი, რომ უკვე სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები გვესმის. სრულიად აშკარაა, რომ „ამცახარა“ იმედგაცრუებულია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით და ახლა ასევე მკვეთრად აკრიტიკებს რაულ ხაჯინბას კურსს, ანუ იმ ადამიანს, ვისაც უკვე პრაქტიკულად შეუძლია მათივე წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება.
საგულისხმოა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ცალკეული ჯგუფების რეაქციაც, რომელტა აზრით, თითქოსდა აფხაზეთი სუვერენიტეტს დაკარგავსო. როგორც ჩანს, მათთვის არაფერს ნიშნავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვები, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიეტეტს არაფერი ემუქრება.
ასეთ ემოციურ ფონზე უკიდურესი ნაციონალისტების განცხადებებმაც გაიჟღერა, რაც მრავალეროვნულ და ტოლერანტულ აფხაზეთში ფრიად მნიშვნელოვანი სიმპტომია. ნაციონალისტთა არაედაქვატური და მწვავე დამოკიდებულება საკითხისადმი, უარგუმენტო კრიტიკა მათ ზოგიერთ თანამემამულის გონებას უმღვრევს. აშკარაა, რომ რუსეთის მოწინაარმდეგე ძალები, რომლებმაც ასეთი ისტერია ატეხეს, ბევრნი არ არიან, უმეტესობა, როგორც წესი, სეირს უყურებს, მაგრამ სწორედ მათი ხმაურიანი განცხადებები გაიგონეს როგორც მოსკოვში, ისე თბილისში.
მოსკოვში, რასაკვირველია, შედარებით ნაკლებად მკვეთრად, მაგრამ გაკვირვებით და გაოგნებით. თბილისში - სიხარულით. ცხადია, აფხაზთა ასეთი რეაქცია წყალს ქართველი რევანშისტების წისქვილზე ასხამს. და აი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომელიც მაინცდამაინც რადიკალური მიდგომების მომხრე არ არის, ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ცალკეულ აფხაზი პოლიტიკოსებს არ ჩამოუვარდება: „ეს შეთანხმება აფხაზი ხალხის ინტერესებში არ შედის. აფხზები ამაყი და ჩვენი მონათესავე ხალხია და მე არ ვფიქრობ, რომ ისინი თავიანთ პრინციპებს დათმობენ“.
ერთი სიტყვით, ახალი ხელშეკრულების პროექტის განხილვა ძალიან ბევრი ფიქრის საფუძველს გვაძლევს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა და რუსულ-აფხაზურ ურთიერთობების ახალი ეტაპის თანამდევი ბუნებრივი დეტალებია და არა მათი განაჩენი.
„ნაუჩნოე ობშესტვო კავკაზოვედოვ“ (რუსეთი), 18 ოქტომბერი, 2014 წელი