ივერიონი / ირაკლი სესიაშვილი:-"რუსეთი პირდაპირ ურტყამს ჩვენს აფხაზ მოქალაქეებს"

ირაკლი სესიაშვილი:-"რუსეთი პირდაპირ ურტყამს ჩვენს აფხაზ მოქალაქეებს"

   პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი "კურიერის" პირდაპირ ეთერში აფხაზეთის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა:

 

   -"ქართული მხარის კონსტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, რუსეთი დესტრუქციულად იქცევა. სამწუხაროდ, რუსეთი პირდაპირ ურტყამს ჩვენს აფხაზ მოქალაქეებს. როგორც ჩანს, აფხაზეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო მზაკვრული გეგმის განხორციელება "აფხაზეთი აფხაზების გარეშე" და ამას აფხაზები კარგად ხედავენ და გრძნობენ, რომ ჩვენ ფრონტის ერთ მხარეს ვდგავართ".

 

19-10-2014, 08:19
უკან დაბრუნება