პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ თათბირზე რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. აღნიშნული განცხადება ჯაფარიძემ "მოამბის" ეთერში გააკეთა.
"ამ თემაზე საუბარი არ გვქონია, თავად შეხვედრა იმდენად დამუხტული იყო სხვადასხვა საკითხების განხილვით, რომ პუტინის მოსაზრებები არ განხილულა, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია და მოვლენები. ნებისმიერი შეხვედრა, თუ ეს იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის, უნდა ჩატარდეს,"- აღნიშნა ჯაფარიძემ .