ივერიონი / პრემიერის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართება

პრემიერის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართება

   ანი ნადარეიშვილის განცხადებას-"მიმდინარეობს არნახული ზეწოლა სასამართლოზე!" ადვოკატი გოგა ონიანი ეხმიანება და ამბობს:

 

   -"ამ საქმეში მარტო ადვოკატები ვერაფერს გახდებიან, თუ თითოეული ჩვენგანი არ დავაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას ხელისუფლებამ უარი თქვას მოსამართლეთა მასიურ დაშინებაზე და მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე".

 

   ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქცია გაიმართება. ამ ინფორმაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ავრცელებს.

 

   -"კვირას 21:00 საათზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან (მოსაშვილის ქუჩაზე, ვაკის პარკთან) გაიმართება საპროტესტო აქცია, რომელიც მიზნად ისახავს შეწყდეს ჰაკიმ ფაშას მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა და მოსამართლეს მიეცეს საშუალება ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით მიიღოს მიუკერძოებელი და ობიექტური გადაწყვეტილება!

   აღნიშნული აქციით ჰაკიმ ფაშა ნათლად დაინახავს იმ მოსალოდნელ შედეგებს, რაც მოყვება მისი მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის გაგრძელებას!

   ყველას ვისთვისაც აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია გელოდებით ხვალ, რათა ერთად მივაწვდინოთ ხმა!"-ნათქვამია განცხადებაში.

 

19-10-2014, 10:27
უკან დაბრუნება