საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ქობულეთში, მუსლიმთა სასულიერო პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების განსახილველად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს არჩილ ხაბაძეს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.
"მნიშვნელოვანია, გამოძიება დასრულდეს რაც შეიძლება მალე და სწორი რეაგირება მიეცეს მომხდარ ფაქტს. გამოძიება სამწუხაროდ დღემდე გაჭიანურებულია და ადეკვატური არ არის ის სასჯელი, რომელიც მოჰყვა ინციდენტს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესი უფრო აქტიურად გაგრძელდეს რეალური შედეგის მისაღებად", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.