პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართული აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია და ასევე რამდენიმე პირი.
ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მოსაშვილის ქუჩაზე ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები პრემიერს მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ.
ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა.