ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობის" დამფუძნებელი ლადო სადღობელაშვილი მიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას ახალაიების მხარდამჭერთა ,,ალაგმვისკენ" მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადღობელაშვილი აცხადებს, რომ ამის გაკეთებას საზოგადოების ,,პროგრესული" ნაწილი აიღებს თავის თავზე.
"ივერიონი" სადღობელაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას!!! ახალაიების მკვლელებისგან და ზონდერებისგან შემდგარი ბანდები ყველა ზღვარს გადავიდნენ. დღეს ისინი მასობრივად თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, რომლებმაც პროტესი გამოხატეს მათ მიერ მოწყობილი აქციის მიმართ. ეს ავაზაკები იმდენად გათავხედნენ რომ უკვე იმუქრებიან ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში მასობრივი რეპრესიებით. გამოვა ბაჩო და ცოცხები შემდეგ ნახეთ!!!-ეს და მსგავსი ფრაზები უკვე მათ ყოველდღიურ ტერმინოლოგიად ქცეულა. ახალაიას ბანდის წევრები დღეს პრემიერს მიუვარდნენ სახლში, ხოლო ხვალ თითოეულ ჩვენთაგანს გვემუქრება საფრთხე. იმის მაგივრად რომ ეს კაცისმკვლელები, ნაძირლები, მანიაკები და სადისტები ციხეში იჯდნენ თქვენ უფლებას აძლევთ და მათ აგრესიული აქციების მოწყობაში ხელს არ უშლით. როდემდე ვუყუროთ თქვენს რბილ და მოფერებით პოლიტიკას ახალაიას ბანდის წევრებთან??? მოთმინების ფიალა უკვე აივსო, ჩვენ ვერ ავიტანთ მათ პარპაშს. დღევანდელმა პროვოკაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ნაძირლები მზად არიან სისხლი დაღვარონ თავიანთი ბანდის ატამანის გასათავისუფლებლად. ჩვენ დღეს არ მივედით ნაცზონდერების აქციის ჩასაშლელად, რადგან მოვერიდეთ სიტუაციის ესკალაციას, მაგრამ ეს არის ჩვენი ბოლო გაფრთხილება---პატივცემულო ხელისუფალნო ან გამოიყენეთ კანონით მონიჭებული ძალა და გაასამართლეთ ახალაიას მკვლელების და ადამიანთა მწამებლების ბანდა და ან ჩვენ ჩვენი ძალებით ავლაგმავთ მათ პარპაშს. ესე გაგრძელება აღარ შეიძლება და თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ზონდერკრიმინალთა იზოლაციას, მაშინ ამას თავის თავზე ქართული საზოგადოების პროგრესული ნაწილი აიღებს!!!!!!! - წერს სადღობელაშვილი