დასავლეთის სანქციების მთავარი მიზანი არა უკრაინის კრიზისის მოგვარება არამედ რუსეთის გადაკეთებაა – ეს განცხადება სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია ენ ტე ვე-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებიდან მკაფიოდ ჩანს რეალური მიზანი – "მათ სურთ რუსეთი გაადაკეთონ, საკვანძო და პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი პოზიცია შეცვალონ და გვაიძულონ დასავლეთის პოზიცია დავიკავოთ", – განაცხადა სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი დასავლეთის კარნახს უპირობოდ არ დაემორჩილება.