პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის სახლთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მან აქციის მონაწილეებს პროვოკატორები უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო მის სახლთან.
"ძალიან სამწუხაროა მსგავსი რამ. მსგავსი ფაქტები არის ყოვლად მიუღებელი. ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავსი ტიპის პროვოკაციას და დესტრუქციულ ქმედებას.
ეს არის დედაქალაქი თბილისი, სადაც არ უნდა იყოს, სოფელი, ქალაქი, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც გამომწვევად იქცევა, შექმნას არეულობა და ქაოსი. როდესაც პოლიციელზე აღმართავს ხელს ვიღაც პროვოკატორი, დესტრუქციული ძალის მქონე ვიღაც პიროვნება, ეს არის ყოვლად დასჯადი." - განაცხადა ღრიბაშვილმა.
ცნობისათვის, გუშინდელი აქცია facebook-ის საკუთარ გვერდე ბაჩო ახალაიას ცოლმა დააანონსა.