"ინფორმაცია, თითქოს მარგველაშვილ-პუტინის შეხვედრა მზადდებოდა, ძალიან შორს არის სიმართლისგან", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის ვანო მაჭავარიანის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველო-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იგეგმებოდა.
"ასეთ განცხადებაზე კომენტარს ვერც გავაკეთებ, იმიტომ, რომ სიმართლისგან ძალიან შორს არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეკითხვაზე, უნდა შედგეს თუ არა ასეთი ტიპის შეხვედრა, კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმჯობესია ამ კითხვით პრემიერ-მინისტრს უპასუხოს.