ივერიონი / დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ყველა გამოწვევას უპასუხოს!

დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სისტემა მზად არის, ყველა გამოწვევას უპასუხოს!

  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ებოლას ეპიდემიასთან დაკავშირებით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყნებს მიეკუთვნება.

  მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საერთაშორისო რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს.


  "პანიკის არანაირი საფუძველი არ არის. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია, რომ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად განახორციელოს მეთვალყურეობა. საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით, არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ჯანდაცვის სისტემა მზად არის, უპასუხოს ყველა საჭირო გამოწვევას", - განაცხადა სერგეენკომ.

20-10-2014, 13:13
უკან დაბრუნება