ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის გახშირების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია, როდესაც ქართველი ქალები დასაცავები ხდებიან.
კახა კალაძემ აღნიშნული საკითხის ირგვლივ საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, აქ ყველა უნდა გავერთიანდეთ, რადგან ის, რაც ბოლო დღეების, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ხდება, ძალიან მძიმე, ძალიან რთულია. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ საზოგადოების ერთიანობა. ზოგადად ჩემთვის წარმოუდგენელია, საქართველოში როდესაც ქალბატონები ხდებიან დასაცავები, რადგან ჩვენთვის, ყოველთვის, ქართველი მამაკაცებისთვის, იცით, ქალბატონები რამხელა მნიშვნელობას წარმოადგენენ, ამიტომ ის, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ხდება, ძალიან მძიმეა. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამის წინააღდმეგ", - აღნიშნა კალაძემ.