საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
როგორც ფანჯიკიძემ განაცხადა, არანაირი შეხვედრის სამზადისი არ შედგებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე და ეს ინფორმაცია არის სიცრუე.
"ეს არის ტყუილი. არანაირი მოლაპარაკება, არანაირი სამზადისი არ ყოფილა. ვერანაირი სამზადისი ვერ იქნებოდა მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარეშე. ასე რომ, არანაირი სამზადისი, არანაირი გეგმა, რომ რამე ასეთი შემდგარიყო, არ ყოფილა. თუ გახსოვთ, ეს დისკუსია მცირე ხნით იყო ჩვენს მედიაში, რომ ქართველმა ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, იქნებოდა თუ არა იგი მზად საქართველოს პრეზიდენტთან შესახვედრად, რაზეც მან უპასუხა, რატომაც არა. აქედან დაიწყო ეს თემა, მაგრამ მას არ ჰქონია არანაირი გაგრძელება." - გაანცხადა მაია ფანჯიკიძემ.