არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ თამარ სანიკიძეს მფარველობს ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სწორედ მან მოიყვანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეს ქალბატონი მინისტრის მოადგილედ, ხოლო შემდეგ მინისტრად დატოვა. როგორც ჩანს პრეზიდენტის მფარველობას უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე იმას, რომ სანიკიძე არაპროფესიონალი, ნეპოტიზმის ხელ-შემწყობი და წარმმართველი, თავისუფალი აზრისა და სიტყვის მდევნელი და რაც მთავარია, პედაგოგიური საზოგადოებისთვის მიუღებელი მინისტრია. მისდამი პედაგოგების ასეთი დამოკიდებულება კი გამოწვეულია იმით, რომ სანიკიძე ეჭვქვეშ აყენებს მრავალრიცხოვანი პედაგოგების პროფესიონალიზმს და საჭიროდ არ თვლის მათთვის სახელფასო ანაზღაურების მატებას. ყოველივე ამის გამო, 21 ოქტომბერს 14 საათზე, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი პირები მოვაწყობთ მორიგ საპროტესტო აქციას მოთხოვნით: „პრეზიდენტო, მოაშორე პედაგოგებს პროტეჟე სანიკიძე!“
დავით ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი